2024 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 29%-ით მეტი გადაფრენა განხორციელდა.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 299 023-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 29%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 103%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებლებთან, ხოლო 112%-ით მეტი 2019 წლის მაჩვენებლებთან.

2019 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 140 972 გადაფრენა განხორციელდა, 2022 წელს 147 253 ერთეული გადაფრენა, 2023 წელს –  232 491 ერთეული გადაფრენა, ხოლო 2024 წლის განმავლობაში კი  299 023 ერთეული გადაფრენა.