2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მასპინძელი ქვეყანა იქნება. მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„2024 წელს საქართველო რამდენიმე მსხვილ ბიზნეს შეხვედრას უმასპინძლებს, ერთ-ერთი უდიდესი ფორუმია “m&i Tbilisi 2024” სადაც ასამდე საერთაშორისო კომპანიის, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ეწვევა ჩვენს ქვეყანას. წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ “აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” დიდ ღონისძიებას, სადაც ქართულმა სექტორის წარმომადგენლებმა კარგი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო კომპანიებთან“.
მაია ომიაძის განცხადებით საქართველო 2024 წელს კიდევ ერთ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს.
„აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს საქართველო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა, ეს ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თაოსნობით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 2024 წელს საქართველოს მთელი მსოფლიოდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიების, ავიაკომპანიების ხელმძღვანელები, ასევე ოფიციალური პირები ეწვევიან. შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წელს საქართველო ბიზნეს ფორუმების ცენტრი იქნება“,-აცხადებს მაია ომიაძე.
ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო. მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ “აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ, განაპირობა რომ 2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრად იქცევა.
„m&i Tbilisi 2024“ ფორუმის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო. მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ “აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ, განაპირობა რომ 2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრად იქცევა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.