მოგზაურობის დაგეგმვის საერთაშორისო კომპანია eDreams Odigeo-მ ყველაზე პოპულარული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც ყველაზე ხშირად ჯავშნიდნენ 2024 წელს და კომპანიამ, ასევე წარმოადგინა ანალიტიკური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2025 წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები გამოავლინა.

ანგარიში ხაზს უსვამს მოგზაურობის ჩვევების შეცვლას. გლობალურად ტურისტების 32%-მა აირჩია 3-4 დღიანი მოგზაურობები, ხოლო 24%-მა აირჩია უფრო გრძელი 7-13 დღიანი მოგზაურობა. ირკვევა, რომ „ბოლო წუთის“ ჯავშნები სულ უფრო პოპულარული ხდება.

eDreams Odigeo-ს აღმასრულებელი დირექტორი დანა დანნი ამბობს: „წინ, რომ გავიხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს მოგზაურები ყურადღებას გაამახვილებენ ახალ გამოცდილებასა და აღმოჩენებზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი კულტურული, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები მთელს მსოფლიოში“.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა სპორტულმა ტურიზმმა: პარიზში 2023 წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა 62%-ით გაიზარდა, ხოლო გერმანიაში ევრო 2024-ის გამო 60%-ით

ტოპ-10 ქალაქი, რომელსაც 2024 წელს ყველაზე ხშირად ჯავშნიდნენ:

 

1. პარიზი

2. ბარსელონა

3. პალმა დე მაიორკა

4. მადრიდი

5. ლონდონი

6. რომი

7. ლისაბონი

8. ამსტერდამი

9. სტამბოლი

10. მალაგა.