საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) თანახმად, გასული, 2024 წელი იყო გახმაურებული საავიაციო ავარიების წელი, მიუხედავად უსაფრთხოების ზომების მუდმივი გაუმჯობესებისა.

2024 წელს განხორციელებული 40,6 მილიონი ფრენიდან, იყო შვიდი ფატალური ავარია, რის შედეგადაც 244 ადამიანი დაიღუპა (2023 წელს 72 დაღუპული და 144 დაღუპული ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელი). თუმცა, ადამიანების დაღუპვის რისკი იყო შედარებით დაბალი.

წლის ყველაზე გახმაურებულ ავარიებს შორის ექსპერტებმა Jeju Air-ის Boeing 737-800-ის კატასტროფა დაასახელეს. ის ასევე გახდა სამხრეთ კორეის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი საავიაციო ინციდენტი, რის შედეგადაც 179 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების Embraer E190-ის ჩამოვარდნას, რასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სან-პაულოს მახლობლად Voepass ATR-72-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი შეეწირა.

უფრო მეტიც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველ 810 ათას ფრენაზე ერთი ავარია მოხდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს (საშუალოდ, ერთი ავარია ყოველ 456 ათას ფრენაზე), ხაზს უსვამენ ანალიტიკოსები.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ თვითმფრინავის კუდის დარტყმა და ასაფრენი ბილიკიდან გადასვლა ყველაზე გავრცელებული ინციდენტი იყო 2024 წელს.

ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა ერთადერთი რეგიონებია, რომლებმაც 2019 წლიდან სტატისტიკურად ნულოვანი სიკვდილიანობის რისკი შეინარჩუნეს. თუმცა, IATA-მ დაამატა, რომ ჩარევა გლობალურ სანავიგაციო სატელიტურ სისტემებში (GNSS) იყო “კრიტიკული შეშფოთების სფერო რეგიონში”, განსაკუთრებით თურქეთში, ერაყსა და ეგვიპტეში.

IATA Incident Data Exchange მიუთითებს, რომ GNSS ჩარევა გაიზარდა 175%-ით მთელ მსოფლიოში. საპასუხოდ, IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ვილი უოლშმა მოუწოდა მთავრობებს და საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს გაატარონ სასწრაფო ზომები, რათა „შეაჩერონ ეს პრაქტიკა, გააუმჯობესონ სიტუაციის ცნობიერება და უზრუნველყონ, რომ ავიაკომპანიებს ჰქონდეთ საჭირო ინსტრუმენტები უსაფრთხოდ მუშაობისთვის ყველა დონეზე“.