2024 წელს ამერიკულმა Boeing-მა მომხმარებელს 348 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა (2023 წელი 528 საჰაერო ხომალდი), რაც პანდემიის შემდეგ მიწოდების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ასევე, 2024 წელს Boeing-ს ახალი შეკვეთები, წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად გაუნახევრდა.
პროდუქტის ხარისხის პრობლემებმა, მარეგულირებლის მხრიდან გამკაცრებულმა ზედამხედველობამ, კომპონენტების მიწოდების დაგვიანებამ და შვიდკვირიანმაგაფიცვამ, რომელმაც შეაჩერა ყველა მოდელის აწყობა, გარდა 787-ისა, წარმოებას საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა. რაც თავის მხრივ კომპანიას დიდი პრობლემებს უქმნის, რადგანაც აღდგენისათვის Boeing-ს დიდი პერიოდი დასჭირდება.
2024 წელს ბაზრისთვის მიწოდებული 348 თვითმფრინავიდან 265 ერთეული იყო Boeing 737 (მათ შორის 260 ერთეული იყო MAX), 18 ერთეული იყო B-767, 14 ერთეული B-777 და 51 ერთეული B-787.
დეკემბერში Boeing-მა 142 თვითმფრინავზე მიიღო კონტრაქტი, მათ შორის flydubai-სგან 30 ერთეულ B-787-ზე მიიღო შეკვეთა, ხოლო Pegasus Airlines-ისგან 100 ერთეულ B-737MAX-ზე. თუმცა, flydubai-სთან კონტრაქტი Dubai Air Show 2023-ზე გამოცხადდა, თუმცა მას მხოლოდ 2024 წლის ბოლოს მოეწერა ხელი.
ყველაზე დიდი დანაკარგი შეკვეთის პორტფელში იყო ინდურ ავიაკომპანია Jet Airways-სგან 135 ერთეულ B-737MAX-სა და B-787-ზე გაუქმებული კონტრაქტი.