2024 წელს კიევის საერთაშორისო აეროპორტი (IEV) (ჟულიანის აეროპორტი) დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო დაიკეტება. იგეგმება ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია. 2022 წელს მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება, ხოლო უშუალოდ რეკონსტრუქცია შესაძლოა 2023 წელსაც კი დაიწყოს. პროცესი სავარაუდოდ 2 წელს გასტანს.
წინასწარი გათვლებით რეკონსტრუქციის ბიუჯეტი 2,5 მლრდ-დან 4 მლრდ გრივნამდე იქნება. თანხას სავარაუდოდ კიევის ბიუჯეტი გაიღებს, რადგანაც ის სწორედ ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაშია.
რაც შეეხება იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეს კიევის საერთაშორისო აეროპორტში არიან ბაზირებულნი დროებით ბორისპოლის აეროპორტში მოუწევთ გადასვლა.
დღეისათვის კიევის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას უკრაინული “ლოუქოსტერი” Bees Airline ახდენს. აეროპორტის დაკეტვის შემდეგ კი ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს ბორისპოლის აეროპორტიდან განახორციელებს.