ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელმა Airbus-მა 2024 წელს 86 მომხმარებელს მთელს მსოფლიოში 766 სამოქალაქო თვითმფრინავი მიაწოდა.  ეს მაჩვენებელი 4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, როდესაც Airbus-მა ბაზარს 735 თვითმფრინავი მიაწოდა.

კერძოდ, გასულ წელს კომპანიამ მომხმარებლებს მიაწოდა 75 ერთეული ვიწრო ტანის A220 ტიპის თვითმფრინავი და 602 ერთეული A320 თვითმფრინავი, ასევე 32 ერთეული ფართოტანიანი A330 და 57 ერთეული A350 თვითმფრინავი.

Airbus-ის 2024 მიწოდება ოდნავ ჩამორჩებოდა კომპანიის პროგნოზებს.