საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) სამოქალაქო ავიაციის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ წელს ინდუსტრია არა მხოლოდ სრულად აღდგება და COVID-19-მდე მაჩვენებელს დაუბრუნდება, არამედ 2019 წლის შედეგებზე უკეთეს მაჩვენებლებზე გავა.
IATA-ს მონაცემებით, 2024 წელს გავლილი სამგზავრო კილომეტრების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 11,6%-ით, ხოლო გადაყვანილი მგზავრთნაკადი 10,4%-ით გაიზრდება. ამრიგად, ასოციაციის პროგნოზით, წელს ავიაკომპანიის მომსახურებით 4,7 მილიარდი ადამიანი ისარგებლებს. შესაბამისად მოხდება 2019 წლის რეკორდული მაჩვენებლები მოხსნა, 2019 წელს ტრაფიკი 4,54 მილიარდი მგზავრი იყო.
ფინანსური მაჩვენებლების თვალსაზრისით, IATA პროგნოზირებს, რომ მათი წმინდა შემოსავალი 25,7 მილიარდი დოლარიდან 30,7 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, მომგებიანობის კოეფიციენტით 3,1% და საოპერაციო მარჟით 6%. დაბოლოს, როგორც ტვირთების, ასევე სამგზავრო ტრაფიკის ზრდასთან ერთად, ავიაკომპანიების წლიურმა მთლიანმა შემოსავალმა, პირველად ისტორიაში, შეიძლება $1 მილიარდს მიაღწიოს.