2023 წელს ბრიტანულმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა შესაძლოა პირველი ტრანსატლანტიკური ფრენა განახორციელოს ნულოვანი ნახშირბადის სტატუსით. Financial Times-ის ცნობით, რეისს Boeing 787-ი ჰითროუდან ჯონ კენედის აეროპორტის მიმართულებით განხორციელებს. ფრენის დროს გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავი, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ნარჩენებისგან. ამ ტიპის საწვავი წარმოქმნის 70%-ით ნაკლებ ნახშირბადის გამოყოფას, ვიდრე კლასიკური ტიპის საწვავი მასალები. Virgin Atlantic გეგმავს გახდეს პირველი ნულოვანი ემისიების ავიაკომპანია მისი ემისიების დარჩენილი 30%-ის “კომპენსირებით” ნახშირბადის მოცილების ტექნოლოგიებში ინვესტიციებით.

პირველი რეისი ნულოვანი ნახშირბადის სტატუსით 2021 წლის სექტემბერში British Airways-მა განახორციელა. რესი ლონდონიდან გლაზგოში შესრულდა, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც საათზე ნაკლები იყო. ლონდონიდან ნიუ-იორკში ფრენის დრო დაახლოებით რვა საათნახევარია.

ბრიტანეთის საავიაციო უსაფრთხოების რეგულაციები საშუალებას იძლევა თვითმფრინავების ახალი ტიპის საწვავით შევსება არაუმეტეს 50%-ით. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა ამ ფრენისთვის და გამოყო 1 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი) ავიაკომპანიას მწვანე ტექნოლოგიების მხარდაჭერის ფარგლებში.