წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2000-მდე ადამიანი გადაამზადა.
ტრენინგ-კურსები გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა, განთავსების ობიექტების თანამშრომლებმა და სექტორის სხვა წარმომადგენლებმა გაიარეს.
კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა სხვადასხვა თემატური ტრენინგი.
- საოჯახო სასტუმროს მართვა
- სოციალური მედიის მართვა.
- სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად
- Digital Marketing.
- ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა.
- ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
- პირველი სამედიცინო დახმარება.
- საერთაშორისო სომელიეს კურსები.
- ენოგასტრონომიული ტურიზმის სასწავლო კურსი.
- საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა და მოვლა პატრონობა.
ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო და საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.