Cvent-ის კვლევის თანახმად, ევროპაში კორპორატიული მყიდველების ორი მესამედი ელოდება, რომ საქმიანი მოგზაურობის მაჩვენებელი წელს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 2022 წელს. თუმცა ისინი იმავდროულად შეშფოთებულნი არიან მოგზაურობის ხარჯების ზრდით.

Cvent-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 600-მდე პროფესიონალმა დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან. მათმა 80%-მა „დადებითად“ შეაფასა მათ კომპანიებში საქმიანი მოგზაურობების მიმდინარე სურათი.

ამასთან, 64%-მა აღნიშნა, რომ წელს უფრო მეტი მივლინება იქნება, ვიდრე შარშან, ხოლო 19%-მა აღნიშნა, რომ ეს ზრდა “მნიშვნელოვანი” იქნება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხარჯების მინიმიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი კორპორატიული მყიდველებისთვის, 65% ამბობს, რომ ეს მათი მთავარი საზრუნავია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – დაახლოებით 73% – რესპონდენტებისთვის საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ხარჯების შესამცირებლად, მყიდველები იყენებენ სხვადასხვა ტაქტიკას, რომელთაგან ყველაზე პოპულარული (რესპონდენტთა 40%-ს შორის) არის საქმიანი მოგზაურობის შერწყმა უახლოეს და მომავალ ღონისძიებებთან, რომლებსაც თანამშრომლები უნდა დაესწრონ.