2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ამ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი (36%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი (33.5 პროცენტით მეტი).
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის
მაჩვენებელს.