რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ელის, რომ რუსული ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 2023 წელს სანქციამდე დონეს დაუბრუნდება, ამის შესახებ განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ გააკეთა.
მან კონკრეტული ციფრები არ დაასახელა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს რუსული ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 111 მილიონს შეადგინა. 2022 წელს, სანქციების დაწესების ფონზე, რამაც გავლენა მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაზე, ეს მაჩვენებელი 95,2 მლნ-მდე შეამცირა.
2023 წელს, ტრანსპორტის სამინისტროს გამოცხადებული პროგნოზით, მგზავრთნაკადმა შესაძლოა 101 მილიონს გადააჭარბოს.
ნერადკოს თქმით, სანქციამდე მაჩვენებლებზე დაბრუნების პროგნოზი საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ავიაგადაყვანების მოცულობა იანვარ-მაისში.
როსსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში რუსული ავიაკომპანიების მგზავრთნაკადმა 37,4 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 18,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთნაკადზე და 13,5%-ით მეტი 2021 წლის მაჩვენებელზე.