2023 წელს ველოდებით, რომ მგზავრთნაკადი 1 მლნ-ს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლადდანიშნულმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტი ბევრად უფრო სწრაფად მზარდია.
„ჩვენი მიზანია, რომ ამ ზრდას და მოთხოვნას ავუწყოთ ფეხი და დავეწიოთ და არ გვქონდეს მოულოდნელობები და ინფრასტრუქტურაც განვავითაროთ.
ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მთავარი მიზანი არის, რომ იყოს როგორც საერთაშორისო აეროპორტი საჰაერო ხომალდების და მგზავრების მომსახურების კუთხით ასევე იყოს ფლაგმანი რეგიონში ეკონომიკური ზრდის.
გვაქვს მიზნები, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა განვავითაროთ თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები როგორიცაა სატვირთო გადაზიდვების განვითარება და ასე შემდეგ მაქვს სურვილი და მიზანი
დარწმუნებული ვარ რომ ამ მიზანს ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც ორგანიზაციაში დამხვდა მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.