ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელმა Airbus-მა 2023 წელს ბაზარს 735 თვითმფრინავი მიაწოდა, რაც 11%-ით მეტი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.
თავად კომპანიის წინასწარი პროგნოზი 720 თვითმფრინავი იყო.
კომპანიის ინფორმაციით, 2023 წელს Airbus-მა მომხმარებლებს გადასცა 68 ფუჟელაჟის მქონე A220 თვითმფრინავი და 571 ერთეული A320 თვითმფრინავი, ასევე 32 ფართო ფუჟელაჟის მქონე A330 და 64 ერთეული A350 თვითმფრინავი.
კომპანიამ გასულ წელს მიიღო 2 ათასზე მეტი თვითმფრინავის შეკვეთა, ხოლო დეკემბრის ბოლოს შეკვეთების მთლიანი პორტფელი 8598 ერთეულს შეადგენდა.
Airbus 2023 წლის ფინანსურ შედეგებს 15 თებერვალს გამოაქვეყნებს.
ბოლო სამი თვის განმავლობაში Airbus-ის კაპიტალიზაცია 21%-ზე მეტით გაიზარდა და 113,75 მილიარდ ევრო შეადგინა.