2022 წლის აპრილში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის აპრილის დონის 52.3% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია წინა თვესთან შედარებით.
გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, ერთდღიანი ვიზიტორების დონემ 2019 წლის აპრილის 16.0% შეადგინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს (ამ ტიპის ვიზიტორები მთლიანი ვიზიტორების საშუალოდ 30%-ს შეადგენდა 2019 წელს).
“ამრიგად, 2022 წლის აპრილში 214.6 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+160.1% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (16.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (15.6% წილი) და სომხეთი (15.0% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.2%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (39.8%-იანი წილი).
ჯამურად 2022 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოს 0.6 მილიონი ტურისტი ეწვია (+233.9% წ/წ, 2019 წლის პირველი 4 თვის 52.2%) და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+496.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 4 თვის 73.0%)”, – განმარტავენ გალტ ენდ თაგარტში.