2022 წლის აგვისტოში ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს ისევ 14%-ით ჩამორჩება.
აბსოლუტურ მაჩვენებლებში, 2022 წლის აგვისტოში კომერციული ფრენების რაოდენობამ შეადგინა 596 930, 2021 წლის აგვისტოში – 324 538, ხოლო 2019 წლის აგვისტოში – 695 912.
Eurostat-მა ფრენების ყოველთვიური სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა.