2021 წლის ნოემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ნოემბერში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 307,841 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ნოემბრის განმავლობაში 274,217 ტონა ტვირთი გაატარა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Geo Sky. ნოემბერში Geo Sky საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 207,147 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელიც Georgian Airways Cargo-ს ბაზაზე დაფუძნდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, Georgian Airlines-მა ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 170,567 ტონა ტვირთი გადაზიდა. 

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ბელორუსული სატვირთო ავიაგადამზიდავი Rubystar Airways-ი, რომელიც 2021 წლის ნოემბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 148,780 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Geo Sky;

Georgian Airlines;

Rubystar Airways;