2021 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების 51%-ი საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის მაჩვენებლები 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 225,8%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2019 წელს საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 52,1%-ითაა შემცირებული.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს საჰაერო გზით ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 877 158 ვიზიტორს შეადგენს, 2020 წელს 269 193 ვიზიტორს, 2019 წლის მაჩვენებლებით კი 1 829 341 ვიზიტორს.

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7%-ი პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.