2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა 96,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, გასულ წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9% (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% (12 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) – იტალიიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 2% (1,9 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 1,6% (1,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 1% (1 ათასი ტონა) – შვეიცარიიდან, 0,5% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან; 0,01% (0,01 ათასი ტონა) – რუმინეთიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენასთან.