2020 წლისთვის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ავიაპარკის ზრდას და განახლებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ავიაგადამზიდავი 4 ახალ მიმართულებას დაამატებს.
”ჩვენ 2019 წელს დავასრულეთ ყველა საჭირო პროცედურა ფრენების დასაწყებად ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის დედაქალაქის მალაბოს, ტოკიოს ჰანდეს აეროპორტის, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის და კანადის ქალაქ ვანკუვერის მიმართულებით”,- განაცხადა Turkish Airlines- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ილკერ აჩიმ.
2019 წელს ავიაკომპანიამ 10 ახალი მიმართულება დაამატა და წელი ფრენების გეოგრაფიის კუთხით 126 ქვეყნით და 318ქალაქით დახურა.
Turkish Airlines-ის გეგმებშია ავიაპარკის განახლება. 2019 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიის ავიაპარკი 351 საჰაერო ხომალდს აერთიანებდა, საიდანაც 98 ერთეული შორმაგისტრალური, 229 ერთეული მოკლემაგისტრალური და 24 სატვირთო საჰაერო ხომალდი იყო.
2019 წლის დასაწყისში კი Turkish Airlines-ის ავიაპარკში 332 საჰაერო ხომალდი იყო. 2020 წლისთვის კი პარკი დამატებით 28 თვითმფრინავით შეივსება.