2020 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 52.63%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2020 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის 66,782-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 52.63%-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

2019 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 140,972 გადაფრენა განხორციელდა, 2018 წელს კი 155,282. შესაბამისად 2020 წლის მაჩვენებლები 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 56.99%-ითაა შემცირებული.