2020 წელს ევროკავშირში საჰაერო გზით გადაყვანილი მგზავრების საერთო რაოდენობამ 277 მილიონი შეადგინა, რაც 73%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ამას Eurostat-ის მონაცემები ადასტურებს.
COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს ქვეყნებმა 2020 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა შემაკავებელი ზომები გაატარეს, რამაც საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიაზე სერიოზული გავლენა იქონია.
ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა სლოვენიაში (-83%), ხოლო შემდეგ მოდიან სლოვაკეთი და ხორვატია (ორივე -82%). სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის კი 20-მა ქვეყანამ დაფიქსირდა 70%-ი ან მეტი მოცულობით კლება. დანარჩენმა ოთხმა ქვეყანამ კი 65%-ზე მეტი ვარდნა დააფიქსირა. ცნობისათვის, ყველაზე მცირე კლება ლუქსემბურგმა (-67%) აჩვენა.
2020 წელს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მგზავრთა მიმოსვლამ მთლიანი საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების 45%-ი შეადგინა, ევროკავშირის შიგნით კი 33%-ი, ხოლო ეროვნულმა ტრანსპორტმა 22%-ი. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტრაფიკის წილი ევროკავშირის გარეთ და ევროკავშირის შიგნით 6 და 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.