2020 წელს ავიაკომპანიებმა რეკორდულად მცირე რაოდენობის ბარგი დაკარგეს, აღნიშნულია ანგარიშში Baggage IT Insights 2021, რომელიც კომპანია SITA-მ მოამზადა. მისი Word Tracer პროგრამული უზრუნველყოფა არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აეროპორტის ბარგის მიკვლევადობაში.

SITA-ს მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოს აეროპორტებში არასწორად დაამუშავეს 6,3 მლნ ჩანთა, მაშინ როდესაც 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 25.4 მლნ ჩანთას აღწევდა.

ცხადია 2020 წლის მაჩვენებლებზე გავლენა COVID-19-ის პანდემიამ და შეჩერებულმა ფრენებმა იქონია. 2020 წელს მსოფლიოში მგზავრების რაოდენობა 4,54 მლრდ-დან 1.8 მლრდ-მდე შემცირდა.

შესაბამისად დაკარგული ბარგის რაოდენობა ყოველ 1000 მგზავრზე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ კი 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ყოველ 1000 მგზავრზე 5,6 დაკარგულ ჩანთას შეადგენდა, 2020 წელს მაჩვენებელი 37,5%-ით, 3,5 ჩანთამდე შემცირდა.

2020 წელს ავიაკომპანიებმა ევროპაში ყოველ 1000 მგზავრზე 4,61 ჩანთა დაკარგეს, ჩრდილოეთ ამერიკაში 4,1 ჩანთა, ხოლო აზიაში ყოველ 1000 მგზავრზე 1,15 ჩანთა.