2019 წლის პირველ ნახევარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით გადაყვანილმა მგზავრთნაკადმა 1 მლნ 870 ათას 82 მგზავრი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მგზავრთნაკადი 1 მლნ 675 ათას 58 მგზავრი შეადგინა, შესაბამისად ზრდამ 11.64%-ი შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით მგზავრთნაკადი 45.28%-ითაა გაზრდილი.
2017 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 1 მლნ 287 ათას 228 მგზავრი შეადგინა.