2019 წლიდან ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში F ტერმინალი, “ლოუკოსტერების” მომსახურეობისათვს, განაახლებს მუშაობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება „საუზმე 1+1“-თან უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა გააკეთა.

„მომავალი წლიდან ჩვენ ავამუშავებთ F ტერმინალს, რომელიც „ლოუკოსტერების“ ნიშაზე იმუშავებს. ასევე ის მოემსახურება იმ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, რომლებიც ბორისპოლის აეროპორტში ბაზის შექმნას გადაწყვეტენ. ხოლო რაც შეეხება D  ტერმინალს, მისით კლასიკური ავიაკომპანიები ისარგებლებენ“, განაცხადა ომელიანმა.

მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია ბორისპოლის აეროპორტში ახალი ტერმინალის აშენებაზე.

„დღეისათვის ამ რაოდენობის მგზავრთნაკადს ვერ ვხედავთ“, განაცხადა ომელიანმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის უკან ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა განაცხადა, რომ „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი, რომელიც კიევში ოპერირებას სექტემბრიდან იწყებს, F ტერმინალში მუშაობითაა დაინტერესებული. თუმცაღა რიგი მიზეზების გამო ავიაკომპანია ოპერირებას D ტერმინალიდან დაიწყებს.

დღეისათვის ბორისპოლის აეროპორტში მგზავრებს მხოლოდ D ტერმინალი ემსახურება, რომელიც 1965 წელსაა აშენებული და მხოლოდ 2006-2011 წლებში გაფართოვდა. ხოლო რაც შეეხება F ტერმინალს, ის 2010 წელს აშენდა და 2013 წელს დაიხურა.

ინტერვიუ ომელიანთან იხილეთ აქ