2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 447 რეისი განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები – 3 048-ს. 2018 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65%-ით (159 რეისით) იკლო.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 3.5%-ით (176 182 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წელს), ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63%-ით (1 127 787 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს) არის გაზრდილი.