2019 წელს საქართველოში მოქმედი ავიაკოპანიებიდან ყველაზე მეტი რეკლამა Turkish Airlines-მა განათავსა. საუბარია რადიო ეთერებში განთავსებულ რეკლამებზე. „აი ფი ემ კვლევების“ მონაცემებით, 2019 წელს საავიაციო სფეროში, რადიოში, სულ გავიდა 3 580 სარეკლამო რგოლი, რომელთა ქრონომეტრაჟმა 56 836 წამი შეადგინა, ხოლო ინვესტიციამ 113 463 ლარი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წელს ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა Turkish Airlines-მა, რომლის ანგარიშზეც რადიო რეკლამებში 1756 წამია, მეორე ადგილზეა ასევე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი.

გრაფიკზე გამოსახულია 2019 წელს რადიოში გასული საავიაციო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ყველაზე დიდი საეთერო დრო აითვისა Turkish Airlines-მა – 27939 წამი, ამ პარამეტრში ბოლო ადგილს იკავებს flydubai – 453 წამი.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2019 წელს რადიოში გასული საავიაციო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ქრონომეტრაჟის მიხედვით.

ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს Turkish Airlines-ი – 62 726 ლარი, მეორე ადგილზეა Qatar Airways-ი  – 20 542 ლარი.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2019 წელს რადიოში გასული საავიაციო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ინვესტიციის მიხედვით.