2019 წლის განმავლობაში კომერციული რეისების 8 ავარია დაფიქსირდა, რა დროსაც 257 ადამიანი გარდაიცვალა. 2018 წელს კი ავიაკატასტროფების მსხვერპლთა რაოდენობამ 534 ადამიანი შეადგინა. ექსპერტების გათვლებით, “სასიკვდილო ფრენა” ყოველი 5.58 მლნ ფრენიდან საშუალოდ ერთხელ ფიქსირდება. 

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ავიაკატასტროფების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ეთიოპიაში Boeing 737 Max-მა და ყაზახეთში Fokker 100-მა კატასტროფა განიცადა და რუსულ SSJ 100-ს ცეცხლი გაუჩნდა.

აუდიტორული კომპანია To70-ს ინფორმაციით, 2019 წელს მსხვილ კომერციულ თვითმფრინავთან, მიმართებაში 86 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 8 შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თუ კი 2019 წელს 86 შემთხვევის შედეგად 257 ადამიანი გარდაიცვალა, 2019 წელს 160 ინციდენტისას სულ 535 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ნაკლები მსხვერპლი ავიაკატასტროფებისას 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელს ავიაკატასტროფებში დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 13 შეადგინა.