2019 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. დეპარტამენტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან დღეს გაიმართა.
2019 წელს, აჭარის ტურისტული პოტენციალის 16 სამიზნე ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი) პოპულარიზაციისთვის 5,478,400 ლარი დაიხარჯება:
სატელევიზიო რეკლამა
ინტერნეტ რეკლამა
ონლაინ-მარკეტინგი
გარე რეკლამა
რეკლამა ბეჭდური მედიის გამოყენებით
სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება
საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა
სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.
შემდეგი წლისთვის, აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით რეგიონში 1, 842, 500 ლარის დახარჯვა იგეგმება. 2019 წლის პროექტები:
ტურისტული პორდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია
მთიანი აჭარის პოპულარიზაცია – ინფოტურები
5 სეზონური ფესტივალი
ადამიანური რესურსების განვითარება და ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება – ტრენინგები
მომსახურების ხარისხის დადგენა
საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების გამოვლენა „მაგნოლია“
რეგიონში მყოფი ტურისტების საჭიროებების კვლევის მიზნით, შემდეგ წელს ისევ განხორციელდება უცხოელი ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევები.
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები, საგანმანათლებლო და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.