2018 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 1.4 მლრდ ლარი დახარჯეს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ კვარტალურ ანგარიშშია აღნიშნული, მთლიანი დანახარჯებიდან ყველაზე დიდი წილი, 29.6%-ი საკვებსა და სასმელზე მოდის, რაც ღირებულებით გამოსახულებაში 413.3 ათასი ლარია
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯებში საკვები და სასმელი ტრადიციულად ლიდერობს. აღნიშნულმა თანხამ, 2017 წლის პირველ კვარტალში 172.6 ათასი ლარი შეადგინა (22.6%).
2017 წლის მონაცემებით კი საერთაშორისო ვიზიტორებმა საკვებსა და სასმელზე 1.5 მლნ ლარი დახარჯეს.
2016 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით კი საერთაშორისო ვიზიტორების ხარჯი საკვებსა და სასმელში – 1.05 მლნ ლარია, რაც მთლიანი დანახარჯების 24%-ია.