2018 წლის განმავლობაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბაქანზე უცხო ქვეყნის 46 საჰაერო ხომალდის შემოწმება მოახდინა.
როგორც უწყების 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, იმავდროულად მიმდინარეობს SAFA-ს ფარგლებში შემოწმებული, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების შედეგების განხილვა და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მათ გამოსწორებაზე ზედამხედველობა.
„წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს აეროპორტებში დაშვებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის შესახებ“ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA) გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხდება უცხო ქვეყნის რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმება (EU Ramp Inspection Programme SAFA).
აღნიშნული შემოწმება ტარდება EASA-ს წესებისა და პროცედურების მიხედვით.
სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ჩართულნი არიან SAFA-ს პროგრამის მონაცემთა ბაზაში და ხდება როგორც საქართველოში შემოწმებული საჰაერო ხომალდების ანგარიშების მიწოდება ასევე ევროპის აეროპორტებში შემოწმებული საჰაერო ხომალდების შედეგების განხილვა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, ჩატარებული იქნა უცხო ქვეყნის 46 საჰაერო ხომალდის შემოწმება ბაქანზე;
ამასთან ხდება ამ პროგრამით შემოწმებული საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების შედეგების განხილვა და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მათ გამოსწორებაზე ზედამხედველობა;
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2017 წლის სექტემბერში გაიარა EASA-ს მიერ ჩატარებული SAFA პროგრამის სტანდარტიზაციის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლენილი შენიშვნები გამოსწორებულია. აუდიტი დახურული იქნა 2018 წლის განმავლობაში;