2018 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა. Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) ინფორმაციით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის სამცხე-ჯავახეთში – 208 ლარი დაფიქსირდა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 240 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი სამცხე-ჯავახეთში – 278 ლარი დაფიქსირდა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 502 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 630 ლარი შეადგინა, აჭარაში – 483 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 417 ლარი, ხოლო კახეთში – 300 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების2 საშუალო ფასმა დეკემბერში 73 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში 3* და 4* სასტუმროების მსგავსად სამცხე-ჯავახეთში – 89 ლარი დაფიქსირდა.