2018 წელს Turkish Airlines-ი 10%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2017 წელს. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, Turkish Airlines-მა გასულ წელს სულ 75.2 მლნ მგზავრი გადაიყვანა.
ავიაკომპანიის დატვირთულობის მაჩვენებელი კი 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე 3 პუნქტით გაიზარდა და წლის ბოლოს 82%-ი შეადგინა.
საერთაშორისო რეისებზე, ტრანზიტული რეისების გარეშე, ზრდა 12%-ის დონეზე დაფიქსირდა. 2018 წელს დაფიქსირდა ასევე ტვირთბრუნვის ზრდაც და 2018 წლის მაჩვენებლებით ის 25%-ითაა გაზრდილი და 1.4 მლნ ტონას შეადგენს.