2018 წელს სტამბოლის სამივე აეროპორტში მგზავრთნაკადმა 102 მლნ 213 ათასი მგზავრი შეადგინა, რაც 6 მლნ 721 ათასი მგზავრით მეტია 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
2018 წელს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადმა 67 მლნ 981 ათასი მგზავრი შეადგინა (19 მლნ 170 ათასი მგზავრი შიდა რეისებზე, ხოლო 48 მლნ 811 ათასი მგზავრი – საერთაშორისო რეისებზე).
რაც შეეხება სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადს, მათმა რაოდენობამ 2018 წელს 34 მლნ 136 ათასი მგზავრი შეადგინა (22 მლნ 468 ათასი მგზავრი შიდა რეისებზე, ხოლო 11 მლნ 667ათასი მგზავრი – საერთაშორისო რეისებზე).
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტ „სტამბოლის“ მგზავრთნაკადმა 2018 წელს 95 ათას 330 მგზავრი შეადგინა (65 ათას 124 მგზავრი შიდა რეისებზე და 30 ათას 206 მგზავრი – საერთაშორისო რეისებზე).
აღსანიშნავია, რომ აეროპორტი „სტამბოლი“ ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და აეროპორტმა დატვირთვა ეტაპობრივად დაიწყო და ამ პროცესს 2019 წლის მარტის ბოლოსთვის დაასრულებს.
უნდა აღნიშნოს ისიც, რომ პირველად ისტორიაში თურქეთის კულტურული და ტურისტული დედაქალაქის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 100 მლნ-ს გადააჭარბა.
2017 წელს სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 95 მლნ 492 ათასი მგზავრი შეადგინა.