2018 წელს ევროკავშირის საჰაერო სივრცით 1.1 მლრდ-მა ავიამგზავრმა ისარგებლა, რაც 6%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებლებთან და 43%-ით მეტი 2010 წლის მონაცემებთან. 

ევროსტატის მონაცემებით, 2018 წელს ევროკავშირში საშინაო ტრაფიკმა მთლიანი საჰაერო მოგზაურობის თითქმის ნახევარი (46%) შეადგინა, ხოლო ევროკავშირის გარეთ ტრაფიკი – ერთი მესამედი იყო (37%).

2018 წელს ყველზე მეტი მგზავრი დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთში (272 მლნ), გერმანიაში (222 მლნ), ესპანეთში (221 მლნ), საფრანგეთში (162 მლნ)  და იტალიაში (153 მლნ).

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ავიამგზავრების რაოდენობა ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში გაიზარდა. ყველზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ლიეტუვაში (+19%), ლატვიაში (+16%), პოლონეთში (+16%) და სლოვაკეთში (+16%).

2018 წელს ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ლონდონის ჰითროუს აეროპორტი სახელდება, რომლის მომსახურებითაც 80 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა.