ბრაზილიურმა ავიამშენებელმა კონცერნმა Embraer-მა (NYSE: ERJ; B3: BOVESPA: EMBR3) 2018 წელს დამკვეთეს 181 ლაინერი მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ Embraer-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

Embraer-ის განმარტებით, 2018 წელს მიწოდებული თვითმფრინავებიდან 90 ერთეული კომერციული, ხოლო 91 ერთეული ბიზნესჯეტი იყო.

2018 წლის დასაწყისში გაკეთებული გათვლების მიხედვით, ავიამშენებელი წლის განმავლობაში 85-დან 95-მდე კომერციული თვითმფრინავის და 105-დან 125-მდე ბიზნესჯეტის მიწოდებას გეგმავდა.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით Embraer-ის პორტფემლმა 16.3 მლრდ დოლარი შეადგინა.