ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა 2018 წელს დამკვეთებს 806 კომერციული თვითმფრინავი გადასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ Boeing-მა 2017 წელთან შედარებით ბაზარს 5.6%-ით მეტი კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა. კორპორაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2018 წლის მაჩვენებლები მათთვის რეკორდულია.
ანგარიშის მიხედვით, Boeing-მა დამკვეთებს მიაწოდა 580 ერთეული Boeing 737, 6 ერთეული Boeing 747, 27 ერთეული 767, 48 ერთეული  Boeing 777 და 145 ერთეული Boeing 787.
იმავდროულად, 2018 წელს Boeing-მა  მიიღო მყარი შეკვეთა 893 თვითმფრინავზე, რომელთა საერთო ღირებულება 143,7 მლრდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება სამხედრო და კოსმოსურ დაკვეთებს, 2018 წელს Boeing-მა ბაზარს 96 ერთეული სამხედრო ხომალდი და 2 ერთეული თანამგრაზვრი მიაწოდა.