2018 წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულება თელ ავივი იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მაჩვენებლებით, პირდაპირი ავიარეისების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრთნაკადი თელ ავივზე დაფიქსირდა. აღნიშნული მარშრუტით 2018 წელს სულ 155 ათას 442 მგზავრმა ისარგებლა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თელ ავივის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოსკოვია. აღნიშნული მარშრუტით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით სულ 113 ათას 408 მგზავრმა ისარგებლა.

მესამე პოზიციაზეა სტამბოლი. ბათუმის-სტამბოლის მარშრუტით 2018 წელს  94 ათას 242 მგზავრი გადაადგილდა.

2018 წლის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ლიდერობენ შემდეგ მიმართულებები:

TOP-10

  1. თელ ავივი
  2. მოსკოვი
  3. სტამბოლი
  4. კიევი
  5. მინსკი
  6. დუბაი
  7. სანკტ პეტერბურგი
  8. თბილისი
  9. ხარკოვი
  10. ეკატერინბურგი