მთავარი რეიტინგები 2017 წელს საერთაშორისო რეისებზე ყველაზე მეტ მგზავრს Ryanair-ი და EasyJet-ი მოემსახურა

2017 წელს საერთაშორისო რეისებზე ყველაზე მეტ მგზავრს Ryanair-ი და EasyJet-ი მოემსახურა

118

ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი აცხადებს, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, საერთაშორისო რეისებით ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

ავიაკომპანიამ არგუმენტად IATA-ს მაჩვენებლები მოიყვანა.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს Ryanair-მა საერთაშორისო რეისებით 128,9 მლნ მგზავრი გადაიყვანა და შესაბამისად, რეიტინგის ლიდერია.

მეორე ადგილზეა easyJet-ი, რომელიც საერთაშორისო რეისებზე სულ 70,6 მლნ მგზავრს მოემსახურა. მესამე ადგილის მფლობელი კი Emirates-ია, რომლის ბალანსზეც 58,1 მლნ მგზავრია.

საერთაშორისო რეისებზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, მეოთხე ადგილზეა Lufthansa – 48,1 მლნ მგზავრით. „TOP-5“-ში შედის ასევე ავიაკომპანია British Airways-ი, რომელმაც 2017 წელს საერთაშორისო რეისებით 39 მლნ მგზავრი გადაიყვანა.