მთავარი სლაიდერზე 2017 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა ₾2.06 მლრდ...

2017 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა ₾2.06 მლრდ შეადგინა

83

უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს ქვეყანაში დიდი გავლენა აქვს საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე.
როგორც საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, დაახლოებით 68% საქართველოს სერვისის ექსპორტის შემოსავლებიდან ტურიზმზე მოდის. აქტივების მხარეს საგადამხდელო ბალანსი აღწერს საქართველოს შემოსავალს უცხოური ვიზიტორების მოგზაურობიდან საქართველოში, ხოლო ვალდებულების მხარეს აჩვენებს საქართველოს რეზიდენტების დანახარჯებს საზღვარგარეთ ყოფნის დროს.
2017 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ დოლარს (ზრდა +27%), ხოლო საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებმა უცხოურ ტურიზმზე 0.46 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +20%). შედეგად, უცხოური ტურიზმის ბალანსი საქართველოში შეადგენდა 2.29 მილიარდ დოლარს (ზრდა +28.5%).
2017 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 2.06 მილიარდი ლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით +26.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.