როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპულმა ავიამშენებელმა კომპანია Airbus-მა ამერიკულ Boeing-ს აჯობა. Reuters-ის ინფორმაციით, Airbus-ი დამკვეთებისათვის მიწოდებული საჰაერო ხომალდების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა. 2011 წლის შემდეგ Airbus-ი პირველად მსოფლიოს ნომერ პირველი ავიამშენებელი კომპანია გახდა. 2019 წლის განმავლობაში Airbus-მა ბაზარს 863 თვითმფრინავი მიაწოდა, 2018 წელს კი 800 ერთეული, შესაბამისად ზრდამ 7,9%-ი შეადგინა.
იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, Boeing-მა ბაზარს 345 საჰაერო ხომალდი მიაწოდა. ასეთი სიმცირე კი Boeing 737 MAX-თან მიმართებაში წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირდება.