კომპანია GIVT-ი 2019 წელს ევროპაში გადადებულ (3 საათით ან მეტით) ან გაუქმებული რეისებზე ანგარიშს აქვეყნებს. GIVT-ის ცნობით, 20 უმსხვილესი ავიაკომპანიიდან Wizz Air-ი ყველაზე პასუხისმგებლიანია. ანუ მთლიანი რეისებიდან ყველაზე ცოტა გადადებული, ან გაუქმებული რეისი სწორედ Wizz Air-ზე მოდის (0.5 პროცენტი).

ფრენების რაოდენობით ევროპაში Ryanair-ი ლიდერობს (802 ათასი), ხოლო სკანდინავიური SAS-ის ანგარიშზე ყველაზე მეტი გადადებული ან გაუქმებული რეისია (მთლიანი რაოდენობის 2.7 პროცენტი).

რაც შეეხება მსხვილ ევროპულ აეროპორტებს, ყველაზე მეტი გადადებული ან გაუქმებული რეისი, წინა წლის მსგავსად, მოდის მიუნჰენზე (3 461 რეისი).

GIVT მომხმარებლებს შეფერხებული რეისების გამო კომპენსაციის მიღებაში ეხმარება.