დღეის მდგომარეობით საქართველოში საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოქმედ მოწმობას 122 სპეციალისტი ფლობს, ხოლო 31 შეგირდი შესაბამის სწავლებას გადის. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და აუცილებელი საქმიანობაა სამოქალაქო ავიაციის სფეროში. ავიამეთვალყურეების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჰაერო სივრცის უსაფრთხო, თანმიმდევრულ და დროულ მართვაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ულოცავს ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს!
Happy International ATCO’s Day from GCAA!












