20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული გაიმართება. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიცაა უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების ცენტრი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდება. 

დასაქმების კვირეულში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება;

ტავ ურბან საქართველო;

პაშა ბანკი საქართველო;

სატვირთო ავიაკომპანია იზი ჩარტერი;

ავიაკომპანია ჯეო სქაი;

ტერა ბანკი;

სატვირთო ტერმინალი ლასარე;

აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი);

სსსტც დელტა;

საქაერონავიგაცია.

საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ უნარ-ჩვევების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც კონკრეტულ ორგანიზაციაში დასაქმების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს და კვირეულის დასრულების შემდეგ, გამოაგზავნონ საკუთარი CV იმ ორგანიზაციებისათვის, რომელშიც, სამომავლოდ, დასაქმების სურვილი აქვთ.

გადადით სარეგისტრაციო ბმულზე- https://forms.gle/qMX6pfK4VuZg4sGP7 აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო დამსაქმებელი(ები) და შეხვედრ(ებ)ის ბმული გადმოიგზავნება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.