ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 2-კვირიან პერიოდში საქართველოში ფრენების რაოდენობა გაიზარდა.
კერძოდ, 31 იანვარს საქართველოში 18 ფრენა (მოფრენა-გაფრენა) შესრულდა. 17 იანვართან შედარებით, ეს 20 პროცენტით მეტია.
საქართველოს მსგავსად, 18 ფრენა 31 იანვარს ჩრდილოეთ მაკედონიაშიც განხორციელდა (-18%), უფრო ნაკლები კი ბოსნია და ჰერცეგოვინაში (17 ფრენა, -6%), სლოვაკეთში (15 ფრენა, +50%) და სლოვენიაში (10 ფრენა, +67%).
ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი ავიარეისი გერმანიაში (1302 ფრენა, +4%), საფრანგეთში (1214 ფრენა, -4%) და თურქეთში (1109 ფრენა, +11%) შესრულდა.