უკრაინა 2 დიდ სამგზავრო თვითმფრინავს ყიდის. საჰაერო ხომალდები СЕТАМ-ის ელექტრონულ პლატფორმაზე იყიდება, სადაც ჩამორთმეული საქონელის რეალიზება ხდება. 

ელექტრონულ აუქციონის მეშვეობით შესაძლებელია Boeing 737-500-ის შეძენა, რომელის საბორტე ნომერია UR-CNE და 1990 წელსაა გამოშვებული. აუქციონზე ასევე გამოტანილია McDonnell Douglas MD-83, რომელიც 1991 წელსაა გამოშვებული. აღნიშნული ლაინერის საბორტე ნომერია UR-COC. ორივე საჰაერო ხომალდი უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways-ს ფერებშია დაბრენდილი.

უკრაინის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული საჰაერო ხომალდების მფლობელებად მითითებულია Air Fleet Management S.A.L.

CETAM სისტემაში აღნიშნული ლოტების ბარათზე მითითებულია, რომ თვითმფრინავი ეკუთვნის მოვალეს იპოთეკური ხელშეკრულებების საფუძველზე. იმავდროულად, მითითებული არ არის არანაირი დოკუმენტი და ასევე ირკვევა ისიც, რომ თვითმფრინავების ტექნიკური მდგომარეობა შემოწმებული არ არის. 

აუქციონზე Boeing 737-500-ის საწყისი ღირებულება 13 მლნ 818 ათასი გრივნაა, ხოლო MD-83-ის საწყისი ფასი კი 26 მლნ 785 გრივნადაა მითითებული.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს СЕТАМ-ის საშუალებით Boeing 737-500 უკვე გაიყიდა, რომელიც რუსული გაკოტრებული ავიაკომპანია Transaero-ს საკუთრება იყო. ავიაკომპანიას კიევის ჟულიენის აეროპორტის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი. 

ასევე, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით 2019 და 2020 წელს იყო მცდელობა, რომ 3 ერთეული, კიევში აწყობილი An-148 გაყიდულიყო, რომელიც Antonov-Finans-ის საკუთრებას წარმოადგენა. თუმცა სამივე აუქციონი ჩაიშალა, რადგანაც ობიექტს ყიდვის მსურველი არ გამოუჩნდა.