უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ განხორციელებული რეისიდან 18 წელი გავიდა. 19 მაისს ავიაკომპანიამ პირველი ფრენა შეასრულა და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ავიაკომპანია მგზავრებს 18%-ან ფასდაკლების აქციას სთავაზობს. აქცია შეეხება ავიაკომპანიის ყველა მიმართულებას.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: wizzair.com

Wizz Air-ის დაარსების გეგმას 2003 წლის ივლისში ჩაეყარა საფუძველი, როცა ავიაგადაყვანა-გადაზიდვების სფეროში მდიდარი გამოცდილებისა და წარმატებული ნამსახურობის ნუსხის მქონე ექვსი ადამიანი კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯოზეფ ვარადისთან ერთად, ერთ გუნდად შეიკრა. სულ რაღაც სამ თვეში, Wizz Air რეგისტრირებული კომპანიად იქცა, რომელიც ფრენების შესასრულებლად მზად იყო.

პირველი ავიარეისი 2004 წლის 19 მაისს, კატოვიცედან განხორციელდა. დღეს Wizz Air დაფრინავს 600-ზე მეტ მარშუტზე და რეგიონში აქვს 25 ბაზა: ვენა ავსტრიაში; ტუზლა ბოსნია და ჰერცეგოვინაში; სოფია და ვარნა ბულგარეთში; ქუთაისი საქართველოში; ბუდაპეშტი და დებრეცენი უნგრეთში; რიგა ლატვიაში; ვილნიუსი ლიეტუვაში; სკოპიე ჩრდილოეთ მაკედონიაში; კიშინიოვი მოლდოვაში; კატოვიცე, ვარშავა, გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი პოლონეთში; ბუქარესტი, კლუჟ-ნაპოკა, კრაიოვა, იასი, სიბიუ და ტიმიშოარა რუმინეთში; ბელგრადი სერბეთში; ლონდონ-ლუტონი გაერთიანებული სამეფოში; კიევი უკრაინაში.

მდგრადი განვითარების ათწლეულის შემდეგ კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილეს ბიუჯეტურ ავიაკომპანიად იქცა. 2015 წლის 25 თებერვალს, Wizz Air-მა წარმატებით განახორციელა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება, რის შემდეგაც ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისთვის დაიშვა. აღნიშნულ საფონდო ბირჟაზე აქციებს მიენიჭა ფასიანი ქაღალდის კოდი WIZZ, ხოლო კომპანია ჯამში 3000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

2015 წლის მაისში, კომპანიის დაარსებიდან მე-11 წლისთავზე, Wizz Air-მა ბრენდის სრული გაახალგაზრდავებისა და ავიახომალდების ახალი შეფერილობის შესახებ განაცხადა, რაც მგზავრთა მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ გაკეთდა და Wizz Air-ს ევროპის წამყვანს ავიაკომპანიებს შორის ადგილი დაუმკვიდრა. Wizz Air-მა უფრო მკვეთრ, ახალ და დახვეწილ გაფორმების სტილზე გადაინაცვლა. ახალ იმიჯთან ერთად კომპანიამ დანერგა რამდენიმე ახალი შემოთავაზება და სერვისი, მათ შორის, კონკრეტული ადგილების მინიჭება, პრიორიტეტული ჩასხდომა, ტარიფების გაუმჯობესებული სისტემა და მრავალი სხვა.

2016 წელს Wizz Air დასახელდა „წლის ბიუჯეტურ ავიაგადამყვანად“ ჟურნალ „Air Transport World“-ის მიერ, რომელიც ამ სფეროში წამყვანი გამოცემაა.

Airlineratings-ისრეიტინგში Wizz Air დასახელდა 2020 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიად ევროპაში!

მომსახურება

Wizz Air ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფრენა მაქსიმალურად დაბალღირებული იყოს და მიმართავს ინოვაციურ მეთოდებს მომხმარებელთა მომსახურების ყოველ ეტაპზე. ჩვენი მიზანია, ფრენები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ხოლო ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა მგზავრს ფრენასთან დაკავშირებული ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.

მომსახურების განსაკუთრებული ხარისხის უზრუნველსაყოფად და ფასების ხარისხთან შესაბამისობისთვის, Wizz Air უახლეს ტექნოლოგიებს ნერგავს. კლიენტებს მომსახურების მარტივ მოდელს ვთავაზობთ, რაც გულისხმობს: უბილეთო მგზავრობას, დამხმარე აეროპორტების გამოყენებას (დროისა და თანხების ეკონომიის მიზნით), ერთადერთ კლასს მხოლოდ ტყავის სავარძლებით და მოთხოვნით კვებას, დამატებით საფასურად.

Wizz Air ახალ, თავის კლასში საუკეთესო, ავიახომალდებს იყენებს, რომელთა მომსახურებასაც მაღალი რეპუტაციის მქონე ისეთი კომპანიები უზრუნველყოფს, როგორიცაა Lufthansa Technik. ყოველივე ეს კომპანიას მგზავრთა მაღალ დონეზე მომსახურების საშუალებას აძლევს.

აეროპორტები და ქსელი

Wizz Air მუდამ ზრუნავს საკუთარი ქსელის სხვადასხვა მიმართულებით გაფართოებასა და ბიუჯეტური ავიაგადაყვანის უზრუნველყოფაზე. ჩვენი მიზანია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩვენი ბაზის შენარჩუნება რაც შეიძლება ნაკლები გვიჯდებოდეს და სწორედ ამიტომ, აეროპორტების არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარად, Wizz Air დაფრინავს არამხოლოდ მთავარ, არამედ დახმარე და რეგიონულ აეროპორტებშიც და ამასთანავე, მომხმარებელთა მეგობრულ და სწრაფ მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც ხარჯების მინიმიზაციაში გვეხმარება და Wizz Air-ის ავიაბილეთების ტარიფებზე აისახება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა ჩვენი ქსელმა მეტი აეროპორტი მოიცვას.

ადამიანები

ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი სწორედ ადამიანებზე არის დამოკიდებული. ჩვენს გუნდს — როგორც ბორტზე, ისე ხმელეთზე — ერთი გატაცება აერთიანებს: და ეს გატაცება საავიაციო ბიზნესია. Wizz Air-ის გუნდი მაღალი ეთიკური სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რომელსაც ჯგუფური მუშაობის მიდგომა უდევს საფუძვლად. ჩვენი ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან საკუთარი საქმით გატაცებული ადამიანები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მმართველი გუნდის მონდომების, პროფესიონალიზმისა და კულტურული სხვაობების წყალობით ლიდერობა და მოტივაცია იქცა Wizz Air-ის წარმატების მამოძრავებელ ძალად და მთავარ ფაქტორად.

Wizz Air-ის ფლოტი

Wizz Air-ის ავიაპარკი შედგება ახალი, ერთი ტიპის ავიახომალდებისგან: Airbus-ის A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან, რომლებიც მოიცავს A320-სა და A321ceo-ს. A321ceo-ს პირველი შეკვეთა Wizz Air-მა 2015 წლის ნოემბერში მიიღო, ხოლო 2018 წლამდე ამ ტიპის კიდევ 20 ავიახომალდს მიიღებს.

გარდა ამისა, Wizz Air-ს Airbus-ისთვის 110 ახალი ტექნოლოგიით შექმნილი A321neo ავიახომალდი აქვს შეკვეთილი, რომლებიც მოწინავე სისტემებითა და ძრავებითაა აღჭურვილი. ყოველივე ეს კიდევ უფრო შეამცირებს Wizz Air-ის ბაზის შენარჩუნების ხარჯებსა და კომპანიის ნახშირბადის კვალს. ყველა შეკვეთილ ავიახომალდს Sharklet-ის ფრთის დაბოლოება ექნება.

Wizz Air ჯგუფის კომპანიები

  1. Wizz Air Hungary Ltd. (იურიდიული მისამართი: Laurus Offices, Kőér street 2/A, Building B, H-1103, Budapest, უნგრეთი; რეგისტრაციის ნომერი: 01-10-140174).
  2. Wizz Air Holdings Plc. (იურიდიული მისამართი: 44 Esplanade, Saint Helier, Jersey JE4 9WG, რეგისტრაციის ნომერი: 103356).
  3. Wizz Air UK Ltd. (იურიდიული მისამართი: Main Terminal Building, London Luton Airport, Lu2 9ly, Luton, გაერთიანებული სამეფო; რეგისტრაციის ნომერი: 10982241).
  4. WA Pilot Academy Spólka z ograniczona Odpowiedzialnoscia (იურიდიული მისამართი: 26 Jasna Street, 00-054 Warszawa; რეგისტრაციის ნომერი: KRS 0000674609).
  5. Wizz Air Bosnia LLC (იურიდიული მისამართი: Tuzla International Airport, Passenger Terminal Building, first floor – room No.12, Gornje Dubrave b.b., 75270 Zivinice, ბოსნია და ჰერცეგოვინა; რეგისტრაციის ნომერი: MBS: 32-01-0083-15).
  6. Wizz Aviation Professionals S.R.L. (იურიდიული მისამართი: Bd. Dacia 49/8, Chisinau, MD-2062, მოლდოვა; რეგისტრაციის ნომერი: მიუწვდომელია).