უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ბილეთების რეალიზაცია დაიწყო. ირკვევა, რომ ზაფხულის სეზონზე SkyUp Airlines-ი ფრენებს 21 ქვეყნის, 60-ზე მეტი მიმართულებით გეგმავს. ავიაკომპანიის გეგმაშია რეისების განხორციელება თბილისის და ბათუმი მიმართულებითაც. 

SkyUp Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონში კიევიდან რეისებს განახორციელებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით, ხოლო ხარკოვიდან, ოდესადან, ლვოვიდან და ზაპოროჟიედან ბათუმის მიმართულებით. ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული გრაფიკის მიხედვით, SkyUp Airlines- კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე ფრენებს კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს – ბილეთის ფასი 69 დოლარიდანაა.

კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს – ბილეთის ფასი 74 დოლარიდანაა.

რაც შეეხება ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის (92 დოლარიდან), ლვოვი-ბათუმი-ლვოვის (78 დოლარიდან), ოდესა-ბათუმი-ოდესას (80 დოლარიდან), ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიეს (76 დოლარიდან) მიმართულებებს, ავიაკომპანია რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.

ცხადია ეს არის ავიაკომპანიის გეგმა, თუმცა რეალურად COVID-19-ის პანდემიის პირობებში როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და როდიდან დაიწყებს აღნიშნულ მიმართულებებზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას ეს ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ ავიაკომპანიას წინასწარ ბილეთების რეალიზაცია არ ეზღუდება, თუმცა მგზავრმა ბილეთის ყიდვამდე კარგად უნდა გათვალოს არსებული რისკები და ამის შემდეგ მოახდინოს შესყიდვა.