ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის ბრიტანელი პილოტები 7 დღიანი გაფიცვისთვის ემზადებიან. ბრიტანეთის პილოტთა ასოციაცია BALPA-ში განმარტავენ, რომ დაგეგმილი გაფიცვა 18 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე გასტანს. როგორც უცხოური მედია წერს, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ Ryanair-მა არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ხელფასებსა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიის ბრტანელმა პილოტებმა გასულ კვირაშიც მოაწყვეს, მცირედი. 3 დღიანი გაფიცვა, თუმცა Ryanair-ს ფრენები არ შეუჩერებია, რადგანაც ბრიტანელი პილოტები, დროებით, სხვა პილოტებით ჩაანაცვლა.